Перейти к содержанию

<base>

ტეგი <base> (ინგ. base - საფუძველი) განისაზღვრება <head> კონტეინერის შიგნით და განსაზღვრავს ძირითად მისამართს ყველა ფარდობითი მისამართებისათვის.

<base> განკუთვნილია დოკუმენტებისთვის, რომელშიც გამოიყენება ფარდობითი მისამართი და ეს დოკუმენტები შეიძლება გადავიდეს სხვა საქაღალდეში ან თუნდაც სხვა კომპიუტერზე კავშირის დაკარგვის გარეშე. ბრაუზერი ეძებს <base> ელემენტს, განსაზღვრავს დოკუმენტის სრულ მისამართს და კორექტულად ჩატვირთავს მას. მაგალიტად, თუ დოკუმენტის მისამართი არის მითითებული, როგორც <base href="http://www.megasite.ge/html-css/">, მაშინ სურათების დამატებისას საკმარისია ფარდობითი მისამართის გამოყენება <img src="images/labuda.gif">. ამ შემთხვევაში, სურათის სრული გზა იქნება http://www.megasite.ge/html-css/images/labuda.gif, რაც ბრაუზერს საშუალებას აძლევს ყოველთვის იპოვოს გრაფიკული ფაილი, მიუხედავად იმისა, სად არის მიმდინარე ვებ გვერდი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გზები იერარქიული სისტემა ორი წერტილით. ასე რომ, თუ სურათი ემატება როგორც <img src="../images/labuda.gif">, მაშინ ფაილის სრული გზა იქნება http://www.megasite.ge/images/labuda.gif.

თუ გვერდზე რამდენიმე <base> ელემენტი გვხვდება, შედეგად ატრიბუტების მნიშვნელობა მიიღება მხოლოდ პირველ ელემენტზე, დანარჩენები უგულებელყოფილია.

დოკუმენტის მეტამონაცემები

სინტაქსი

<head>
  <base атрибуты />
</head>

დამხურავი ტეგი არ არის საჭირო.

ატრიბუტები

href
მისამართი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ფაილების სრული გზის მისათითებლად.
target
ფანჯრის ან ფრეიმის სახელი, სადაც იქნება ჩატვირთული დოკუმენტი, რომელიც გაიხსნება ბმულით.

href

მისამართი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ფაილების სრული გზის მისათითებლად. ეს ჩვეულებრივ ტიპიური გზაა მიმდინარე დოკუმენტისთვის, მაგრამ ის შეიძლება იყოს მითითებული სხვაგვარადაც, თუ ეს აუცილებელია საიტზე ფაილების ორგანიზებისთვის.

სინტაქსი

<base href="<მისამართი>" />

მნიშვნელობა

გზა დოკუმენტამდე.

ნაგულისხმევი მნიშვნელობა

გზა მიმდინარე ფაილამდე.

target

განსაზღვრავს ფრეიმის სახელს, რომელშიც გაიხსნება ყველა ბმული. სახელი განისაზღვრება <iframe> ელემენტის name ატრიბუტით. როგორც მნიშვნელობა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვა, რომელიც გახსნის ბმულებს ახალ ჩანართში.

სინტაქსი

<base target="<მნიშვნელობა>" />

მნიშვნელობა

როგორც მნიშვნელობა, ფრეიმის სახელი გამოიყენება, მითითებული name ატრიბუტით <iframe> ელემენტს. თუ დაყენებულია არარსებული სახელი, შედეგად ახალი ჩანართი გაიხსნება. როგორც დარეზერვებული სახელი გამოიყენება შემდეგი.

_blank
ჩატვირთავს გვერდ ბრაუზერის ახალ ჩანართში.
_self
ჩატვირთავს გვერდ მიმდინარე ჩანართში.
_parent
ჩატვირთავს გვერდ მშობელ ფრეიმში; თუ ფაილები არ არის, მაშინ ეს მნიშვნელობა მუშაობს როგორც _self.
_top
აუქმებს ყველა ფრეიმს და ჩატვირთავს გვერდს ბრაუზერის სრულ ფანჯარაში; თუ ფაილები არ არის, მაშინ ეს მნიშვნელობა მუშაობს როგორც _self.

თუ <base> ელემენტისთვის დაყენებულია target="_blank", შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, რომ, ბმულები იხსნებოდეს მიმდინარე ფანჯარაში, თუ <a> ელემენს დავუმატებთ target="_self" ატრიბუტს.

ნაგულისხმევი მნიშვნელობა

  • _self

სპეციფიკაციები

აღწერა და მაგალითები

<!DOCTYPE html>
<html>
  <head>
    <meta charset="utf-8" />
    <title>base</title>
    <base target="_blank" />
  </head>
  <body>
    <p><a href="page/1.html">სიზმარა</a></p>
    <p><a href="page/2.html">ბულბულის იუბილე</a></p>
  </body>
</html>

ბმულები

  • ტეგი <base> MDN (ქართ.)