<blockquote>¶
ტეგი <blockquote>
(ინგ. block quotation - ბლოკი ციტატა)
მიუთითებს იმაზე, რომ მასში მოცემული ტექსტი წარმოადგენს ციტატას. ციტატის წყაროზე URI-ის მითითება შესაძლებელია cite
ატრიბუტში,
მაშინ როცა წყაროს ტექსტის წარმოდგენა შესაძლებელია <cite>
ელემენტის მიერ.
ამ ტეგით მითითებული ტექსტი ტრადიციულად არის ნაჩვენები, როგორც გასწორებული ბლოკი მარცხნიდან და მარჯვნიდან სივრცით (დაახლოებით 40 პიქსელი).
სინტაქსი¶
<blockquote>ციტატა</blockquote>
დამხურავი ტეგი აუცილებელია.
ატრიბუტები¶
-
cite
- მისამართი, რომელიც მიუთითებს ციტატის წყაროზე.
ამ ელემენტისთვისაც ხელმისაწვდომია უნივერსალური ატრიბუტები.
cite¶
ადგენს გვერდის მისამართს, რომელიც მიუთითებს ციტატის წყაროზე <blockquote>
-ის შიგნით. გვერდზე ატრიბუტის
მნიშვნელობა არ აისახება და განკუთვნილია საძიებო სისტემებისთვის.
სინტაქსი
<blockquote cite="ციტატის წყარო">ციტატა</blockquote>
მნიშვნელობა
მისამართი.
ნაგულისხმევი მნიშვნელობა
არა.
სპეციფიკაციები¶
აღწერა და მაგალითები¶
<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<meta charset="utf-8" />
<title>cite</title>
</head>
<body>
<p>ციტატა ფილმიდან «დიდოსტატის მარჯვენა»:</p>
<blockquote
cite="https://ka.wikiquote.org/wiki/დიდოსტატის_კონსტანტინეს_მარჯვენა"
>
"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. ამიტომაც მუდამ
დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები,
თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ"
</blockquote>
</body>
</html>
ბმულები¶
-
ტეგი
<blockquote>
MDN (ქართ.)