<html>¶
<html>
ტეგი (ინგ .
HyperText Markup
Language — «ჰიპერტექსტური მარკირების ენა»)
ეს არის კონტეინერი, რომელიც შეიცავს ვებ გვერდის მთელ შინაარსს,
ასევე ელემენტებს <head>
და <body>
.
გამხსნელი და დამხურავი <html>
ტეგები დოკუმენტში აუცილებელი არ არის,
მაგრამ კარგი სტილი მათ გამოყენებას გვკარნახობს. როგორც წესი, <html>
მეორე ადგილზეა დოკუმენტში,
დოკუმენტის ტიპის განსაზღვრის შემდეგ (Document Type Definition, DTD), გამოცხადებული <!DOCTYPE>
-ის მეშვეობით.
დამხურავი ტეგი <html>
ყოველთვის დგას დოკუმენტის ბოლოში.
სინტაქსისი¶
<html>
...
</html>
დამხურავი ტეგი აუცილებელი არ არის.
ატრიბუტები¶
ამ ელემენტზე გამოიყენება გლობალური ატრიბუტები.
-
manifest
- მიუთითებს მანიფესტის ფაილზე, აუცილებელია ოფლაინ აპლიკაციის შესაქმნელად.
-
version
- განსაზღვრავს ვერსიას HTML DTD (Document Type Definition, უფრო ცნობილი როგორც Doctype), რომელიც აკონტროლებს მიმდინარე დოკუმენტს. ეს ატრიბუტი არ არის საჭირო, რადგან ეს ზედმენია, როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომელიც მითითებულია დოკუმენტის ტიპის გამოცხადებისას.
-
xmlns
-
განსაზღვრავს XHTML-დოკუმენტის სახელების სივრცეს. ნაგულისხმევი მნიშვნელობა
http://www.w3.org/1999/xhtml
. ეს საჭიროა დოკუმენტების პარსინგისას XML პარსერის გამოყენებით და აუცილებელიაtext/html
დოკუმენტებისათვის.
xmlns¶
გამოიყენება XHTML-ში სახელების სივრცის გამოცხადების მიზნით — ელემენტებისა და ატრიბუტების სახელების ერთობლიობა, მიზნად ისახავს
სახელის უნიკარურობის შენარჩუნებისთვის. როგორც ატრიბუტის მნიშვნელობა xmlns
გამოდის ფაილის მისამართი რომელიც აცხადებს
სახელების საჭირო სივრცეს, XHTML-სთვის მნიშვნელობა ყოველთვის არის http://www.w3.org/1999/xhtml
.
ეს ატრიბუტი ასევე არის XML სინტაქსის ნაწილი, აქედან გამომდინარე, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას პრეფიქსის დამატებისათვის, რომ გამოვაცხადოთ
დამატებითი სახელების სივრცე დოკუმენტისთვის. მაგალითისათვის xmlns:my
ადგენს ფაილის მისამართს ელემენტისთვის პრეფიქსით my
.
ეს ატრიბუტი საჭიროა XHTML- სთვის და სურვილისამებრ შესაძლებელია HTML5-შიც დამატება.
სინტაქსი
<html xmlns ="http://www.w3.org/1999/xhtml"></html>
მნიშვნელობა
როგორც მნიშვნელობა, მითითებულია დოკუმენტის სრული მისამართი სახელების სივრცის აღწერით.
XHTML-სთვის მნიშვნელობა ყოველთვის არის http://www.w3.org/1999/xhtml
.
ნაგულისხმევი მნიშვნელობა
არა.
სპეციფიკაციები¶
მაგალითი¶
<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<!-- ეს განყოფილება შექმნილია მთავარი გვერდისთვის
ტექნიკური ინფორმაციისათვის. -->
</head>
<body>
<!-- და აქ თქვენ უნდა მოათავსოთ ყველაფერი,
რისი ნახვაც გსურთ გვერდზე. -->
</body>
</html>
ბმული¶
- ტეგი
<html>
MDN (ქართ.)