გლობალური ატრიბუტები ¶
გლობალური ატრიბუტები — ეს არის ატრიბუტები, რომლებიც საერთოა ყველა HTML ელემენტისთვის. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ელემენტის მიერ, თუმცა ზოგიერთ ელემენტზე შეიძლება გავლენა არ იქონიოს.
გლობალური ატრიბუტები შეიძლება მითითებული იყოს ნებისმიერი HTML ელემენტისთვის, თუნდაც მათთვის, რომლებიც
არ არის მითითებული სტანდარტში. ეს ნიშნავს, რომ ყველა არასტანდარტულმა ელემენტმა უნდა დაუშვას ეს ატრიბუტები,
მაშინაც კი, თუ ამ ელემენტების გამოყენება ნიშნავს, რომ დოკუმენტი აღარ შეესაბამება HTML5-ს. მაგალითად,
HTML5 თავსებადი ბრაუზერები მალავენ შინაარსს, მონიშნული როგორც
<foo hidden>...<foo>
, თუმცა <foo>
არ არის ჭეშმარიტი HTML ელემენტი.
დამატებით ძირითადი HTML გლობალური ატრიბუტებისთვის, ასევე არსებობს შემდეგი გლობალური ატრიბუტები:
-
xml:lang
иxml:base
— მემკვიდრეობით XHTML სპეციფიკაციიდან, და მიუხედავად იმისა, რომ მოძველებულია, შენაჩუნებულია თავსებადობის მიზნით. -
მრავალრიცხოვანი
aria-*
ატრიბუტები, გამოიყენება ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. - მოვლენების დამმუშავებლი ატრიბუტები: onabort, onautocomplete, onautocompleteerror, onblur, oncancel, oncanplay, oncanplaythrough, onchange, onclick, onclose, oncontextmenu, oncuechange, ondblclick, ondrag, ondragend, ondragenter, ondragexit, ondragleave, ondragover, ondragstart, ondrop, ondurationchange, onemptied, onended, onerror, onfocus, oninput, oninvalid, onkeydown, onkeypress, onkeyup, onload, onloadeddata, onloadedmetadata, onloadstart, onmousedown, onmouseenter, onmouseleave, onmousemove, onmouseout, onmouseover, onmouseup, onmousewheel, onpause, onplay, onplaying, onprogress, onratechange, onreset, onresize, onscroll, onseeked, onseeking, onselect, onshow, onsort, onstalled, onsubmit, onsuspend, ontimeupdate, ontoggle, onvolumechange, onwaiting.
ატრიბუტების აღწერა¶
accesskey
¶
- იძლევა მინიშნებას მიმდინარე ელემენტისთვის კლავიატურის კომბინაციის შესაქმნელად. ეს ატრიბუტი შეიცავს სივრცით გამოყოფილი სიმბოლოების სიას. ბრაუზერმა უნდა გამოიყენოს პირველი ხელმისაწვდომი სიმბოლო სიიდან კლავიატურის კომბინაციაში.
class
¶
- ეს არის ელემენტების კლასების სივრცით გამოყოფილი სია. კლასები საშუალებას
აძლევს CSS-ს და JavaScript-ს აირჩიონ და წვდომა მიიღონ კონკრეტულ ელემენტებზე სელექტორების
მეშვეობით კლასის ან ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა მეთოდი
Document.getElementsByClassName()
.
contenteditable
¶
- ეს არის ჩამოთვლადი ატრიბუტი, რომელიც მიუთითებს, მიაწოდოს თუ არა მომხმარებელს ელემენტის რედაქტირების შესაძლებლობა. თუ ასეა, ბრაუზერი შეცვლის თავის ვიჯეტს იმგვარად, რომ მიეცეს რედაქტირების შესაძლებლობა. ატრიბუტმა უნდა მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა:
-
-
true
ან ცარიელი სტრიქონი, მიუთითებს, რომ ელემენტი უნდა იყოს რედაქტირებადი;
-
-
-
false
, მიუთითებს, რომ ელემენტი არ უნდა იყოს რედაქტირებადი.
-
contextmenu
¶
-
ეს არის
<menu>
ელემენტისid
, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მოცემული ელემენტის კონტექსტურ მენიუდ.
data-*
¶
-
განსაზღვრავს ატრიბუტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება მომხმარებლის მონაცემების ატრიბუტები,
რომლებიც საშუალებას იძლევა განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა HTML-სა და მის DOM წარმოდგენას შორის,
რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სკრიპტებით. მომხმარებლის ყველა ასეთი მონაცემი ხელმისაწვდომია
HTMLElement
ინტერფეისის საშუალებით, ელემენტი, რომელსაც მითითებული აქვს ატრიბუტი. თვისებაHTMLElement.dataset
უზრუნველყოფს მათზე წვდომას.
dir
¶
- ეს არის ჩამოთვლადი ატრიბუტი, რომელიც განსაზღვრავს ტექსტის მიმართულებას ელემენტში. მას შეუძლია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა:
-
-
ltr
, რომელიც განიმარტება როგორც left to right (მარცხნიდან მარჯვნივ), და განკუთვნილია ენებისთვის, რომლებშიც წერენ მარცხნიდან მარჯვნივ (როგორც ქართულში);
-
-
-
rtl
, რომელიც განიმარტება როგორც right to left (მარჯვნიდან მარცხნივ), და განკუთვნილია ენებისთვის, რომლებშიც წერენ მარცხნიდან მარჯვნივ (როგორც ქართულში);
-
-
-
auto
— მომხმარებლის აპლიკაციას გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. იგი იყენებს ძირითად ალგორითმს — აანალიზებს სიმბოლოებს ელემენტის შიგნით მანამდე, სანამ არ იპოვის სიმბოლოს ზუსტი მიმართულებით, და ამის შემდეგ მიმართავს ამ მიმართულებას ყველა ელემენტზე.
-
draggable
¶
- ეს არის ჩამოთვლადი ატრიბუტი, მიუთითებს, შესაძლებელია თუ არა ელემენტის გადატანა Drag and Drop API-ის გამოყენებით. მას შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა:
-
-
true
, რაც მიუთითებს, რომ ელემენტის გადატანა შესაძლებელია;
-
-
-
false
, რაც მიუთითებს, რომ ელემენტის გადატანა შეუძლებელია.
-
dropzone
¶
- ეს არის ჩამოთვლადი ატრიბუტი, რომელიც მიუთითებს შინაარსის ტიპებს, რომელიც შეიძლება გადაიტანოთ ელემენტში Drag and Drop API-ის გამოყენებით. მას შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა:
-
-
copy
, მიუთითებს, რომ გადატანა შექმნის გადმოტანილი ელემენტის ასლს;
-
-
-
move
, რაც მიუთითებს, რომ გადმოსატანი ელემენტი გადატანილი იქნება ახალ ადგილას;
-
-
-
link
— შექმნის ბმულს გადმოტანილ მონაცემებზე.
-
hidden
¶
- ეს არის ლოგიკური ატრიბუტი, რომელიც მიუთითებს, რომ ელემენტი არ არის განახლებული. ამ ატრიბუტის გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად იმისთვის, რომ დავმალოთ გვერდის ნაწილები, რომლებიც არ უნდა იყოს ხილული ავტორიზაციის დასრულებამდე. ბრაუზერი არ გამოაჩენს ასეთ ელემენტებს. ეს ატრიბუტი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტენტის დასამალად, რომელიც წესით უნდა იყოს ნაჩვენები.
id
¶
- განსაზღვრავს იდენტიფიკატორს (ID), რომელიც უნიკალური უნდა იყოს მთელი დოკუმენტისთვის. იგი განკუთვნილია ელემენტის იდენტიფიცირებისათვის ბმულის შექმნისა და მასთან დაკავშირებისას, სკრიპტების შესრულება ან სტილის გამოყენება (CSS-ის მეშვეობით).
itemid
, itemprop
,
itemref
, itemscope
, itemtype
¶
- ეს ატრიბუტები დაკავშირებულია მიკრომონაცემების განსაზღვრასთან.
lang
¶
-
მონაწილეობს ელემენტის ენის განსაზღვრაში, არარედაქტირებადი ელემენტების წერის ენაზე ან ენაზე,
რომელშიც უნდა დაიწეროს რედაქტირებადი ელეშეიცავს ერთ მნიშვნელობას ფორმატში, განსაზღვრულ IETF BCP47 დოკუმენტში.
xml:lang
აქვს მათზე პრიორიტეტი.
spellcheck
¶
- ეს არის ჩამოთვლილი ატრიბუტი, რომელიც განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა ელემენტის შინაარსის შემოწმება ორთ ოგრაფიული შეცდომებისთვის. მას შეუძლია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა:
-
-
true
, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ელემენტი, თუ ეს შესაძლებელია, უნდა შემოწმდეს ორთოგრაფიულ შეცდომებზე;
-
-
-
false
, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ელემენტი, არ უნდა შემოწმდეს ორთოგრაფიულ შეცდომებზე.
-
style
¶
-
შეიცავს ელემენტზე გამოსაყენებელი CSS სტილის აღწერას. გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდებულია
სტილის განსაზღვრა ცალკე ფაილში ან ფაილებში. ეს ატრიბუტი, როგორც ეს ელემენტი
<style>
, განკუთვნილია, ძირითადად სტილის სწრაფად გამოყენებისთვის, მაგალითად, ტესტირების მიზნით.
tabindex
¶
- ეს არის რიცხვითი ატრიბუტი, რომელიც მიუთითებს, შეუძლია თუ არა ელემენტს ფოკუსის მიღება, მონაწილეობს თუ არა ის კლავიატურის თანმიმდევრულ ნავიგაციაში და თუ ასეა, მაშინ, რა პოზიციაზე. შეუძლია მიიღოს რამდენიმე მნიშვნელობიდან ერთ-ერთი:
-
- უარყოფითი რიცხვი ნიშნავს, რომ ელემენტი ფოკუსირებადია, მაგრამ მისი ფოკუსირება შეუძლებელია კლავიატურის თანმიმდევრული ნავიგაციის საშუალებით;
-
-
0
ნიშნავს, რომ ელემენტი ფოკუსირებადია და მისი ფოკუსირება შესაძლებელია კლავიატურის თანმიმდევრული ნავიგაციით, მაგრამ მისი თანმიმდევრობა განისაზღვრება პლატფორმით;
-
-
-
დადებითი მნიშვნელობა ნიშნავს, რომ ელემენტი ფოკუსირებადია და მისი ფოკუსირება შესაძლებელია კლავიატურის
თანმიმდევრული ნავიგაციის საშუალებით. მისი თანმიმდევრობა განისაზღვრება ატრიბუტის მნიშვნელობით — თანმიმდევრულად
მზარდი რიცხვით
tabindex
. როდესაც რამდენიმე ელემენტს აქვს ერთი და იგივეtabindex
ატრიბუტის მნიშვნელობა, ნავიგაციისას მათი გამოჩენის თანმიმდევრობა განისაზღვრება დოკუმენტში მათი ადგილის მიხედვით.
-
დადებითი მნიშვნელობა ნიშნავს, რომ ელემენტი ფოკუსირებადია და მისი ფოკუსირება შესაძლებელია კლავიატურის
თანმიმდევრული ნავიგაციის საშუალებით. მისი თანმიმდევრობა განისაზღვრება ატრიბუტის მნიშვნელობით — თანმიმდევრულად
მზარდი რიცხვით
title
¶
- შეიცავს ტექსტს, რომელიც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციას ელემენტის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება, მაგრამ არ არის საჭირო, გამოუჩნდეს მომხმარებელს, როგორც popup შეტყობინება.
translate
¶
- ეს არის ჩამოთვლადი ატრიბუტი, რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, უნდა ითარგმნოს თუ არა ელემენტის ატრიბუტის მნიშვნელობები და მისი ტექსტის შინაარსი (ტექსტური კვანძის შინაარსი), გვერდის ლოკალიზაციისას. ამ ატრიბუტს შეუძლია მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები:
-
-
ცარიელი სტრიქონი ან
yes
მიუთითებს, რომ ელემენტი უნდა ითარგმნოს;
-
ცარიელი სტრიქონი ან
-
-
no
მიუთითებს, რომ ელემენტი არ უნდა ითარგმნოს.
-